CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

10 წლიდან - ენი მწვანე მეზონინიდან

ISBN: 978994148934l

Buy

Author ლუსი მოდ მონტგომერი
Dimensions 14.5/21
Number of Pages

Age Range

10+ Year

Cover

რბილი

Price

7,90 Gel

Description

`ენი მწვანე მეზონინიდან“ გამოცემისთანავე აღიარეს საბავშვო ლიტერატურის კლასიკად. მარკ ტვენმა მას უკვდავება უწინასწარმეტყველა და არც შემცდარა. რომანში იმდენად ზუსტად არის გადმოცემული ბავშვის ფსიქოლოგია (ამიტომაც კარგი იქნება, თუ მშობლებიც წაიკითხავენ), რომ დღემდე მილიონობით ტირაჟით იბეჭდება მთელ მსოფლიოში, იღებენ ფილმებს, მულტფილმებს, იდგმება სპექტაკლები... შეუძლებელია არ შეგიყვარდეს მთავარი პერსონაჟი, გულღია ენი მთელი თავისი წარმოსახვებით, საოცარი ნებისყოფითა და სასაცილო თავგადასავლებით. მწერალი ისეთი აღფრთოვანებით აღწერს მწვანე მეზონინის გარემოს, რომ აშკარაა, იქ თავად ცხოვრობდა (დღეს მწვანე მეზონინი კანადის ნაციონალურ-ისტორიულ ძეგლადაა აღიარებული). ეს წიგნი, რომელიც სუნთქავს ცხოვრებისეული სიმართლითა და სიკეთით, ნებისმიერი ასაკის მკითხველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს.