Author | რევაზ ინანიშვილი |
---|---|
Dimensions | 14.8/21 |
Number of Pages |
364 |
Age Range |
10+ Year |
Cover |
რბილი |
Price |
8.90 Gel |
Description
ლიტერატურათმცოდნეები რევაზ ინანიშვილის შემოქმედებას ,,სულის პურს’’, ,,სულის ქურაში’’ გამოწრთობილს უწოდებენ. მისი ხელისგულისოდენა მოთხრობები თითქოს თვალს გვიხელს და ჯადოსნური სიცხადით გვიჩვენებს ჩვენი სამშობლოს ავკარგიან ცხოვრებას, გვამოგზაურებს ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველ ლირიკულ სამყაროში და იქ ყოფნით ბედნიერ წუთებს გვჩუქნის. თავად წერდა: ,,ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდააო". მან მართლაც ნამცეცებად გაბნეული სიკეთეები შეაგროვა და ეს საგანძური შთამომავლობას სამარადჟამოდ დაუტოვა. დღეს ანდერძივით ჟღერს რევაზ ინანიშვილის სიტყვები: ,,ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას, ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა სხვა დაავადებათა შორის".