CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან - პოლიანა იზრდება

ISBN: 9789941464676

Buy

Author ელეონორ პორტერი
Dimensions 14.8/21
Number of Pages

240

Age Range

11+ Year

Cover

რბილი

Price

7.90 Gel

Description

მსოფლიო ლიტერატურის შედევრი "პოლიანა" უკვე შეიყვარა ჩვენმა პატარა მკითხველმა. როგორც ვიცით, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მხიარული და გულღია გოგონა საცხოვრებლად დეიდასთან გადადის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მისი ტრაგიკული ამბის მიმართ გულგრილი დარჩება. ჩვენს ახალ წიგნში მილიონობით მკითხველის საყვარელი პერსონაჟი გაიზარდა. ახლა პოლიანა ლამაზი და მიზანდასახული გოგონაა, თანაც _ შეყვარებული. წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს კარგა ხნის უნახავ ძველ მეგობარს შეხვდით. რაც უფრო იზრდება პოლიანა, მით უფრო მეტ დაბრკოლებას აწყდება. რამდენად გაუძლო მისმა არაჩვეულებრივმა ნიჭმა _ სხვისი ცხოვრება კარგისკენ შეცვალოს _ დროთა მდინარებას? აგრძელებს თუ არა ის ბედნიერობანას თამაშს, მაშინაც კი, როცა დეიდამისი სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდება? როგორი არჩევანი გააკეთა მან საკუთარი ბედნიერებისთვის? რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?.. და მაინც, ვისთვის დაიწერა ეს წიგნი? _ როგორც ლიტერატურის კრიტიკოსები აღნიშნავენ, ეს წიგნი განკუთვნილია ყველა იმ მკითხველისთვის, ვისაც გულის გათბობა სურს.