CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან - ბასკერვილების ძაღლი

ISBN: 9789941489280

Buy

Author ართურ კონან დოილი
Dimensions 14.5/21
Number of Pages

Age Range

11+ Year

Cover

რბილი

Price

6,90 Gel

Description

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დეტექტივად აღიარებული „ბასკერვილების ძაღლი“, პირველად 1902 წელს გამოქვეყნდა. ნაწარმოებს საფუძვლად დაედო ნორფოლკის საგრაფოში ცნობილი ლეგენდა ძაღლ-მოჩვენებაზე. მოქმედება მიმდინარეობს 1889 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ინგლისში. შერლოკ ჰოლმსის სახით, მწერალმა დაგვიხატა დეტექტივი, რომლის აზროვნება, მსჯელობა და დასკვნები, საქმის ღრმა ცოდნით არის განპირობებული. მისი რკინისებური ლოგიკა ეფუძნება მოვლენათა განვითარების, ადამიანთა ურთიერთ-დამოკიდებულებისა და ათასგვარი წვრილმანის სწორად გათვალისწინებას. ჰოლმსს, როგორც ჭეშმარიტ შემოქმედს, ყოველი ნაბიჯი გათვლილი აქვს. „ბასკერვილების ძაღლის” საფუძველია: ლოგიკის სიყვარული, გარე სამყაროს სწორი გააზრება, სწრაფვა სამართლიანობის აღდგენისა და დანაშაულის გახსნისკენ. ეს მისტიკური ნაწარმოები იმდენად რეალისტურია, რომ მკითხველიც, ძალაუნებურად, გამოძიების თანამონაწილე ხდება და ცდილობს, თავად გახსნას დანაშაული.