CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

გონება და გრძნობა

ISBN: 9789941489563

Buy

Author ჯეინ ოსტინი
Dimensions
Number of Pages

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

11.90 Gel

Description

თავიდან მხოლოდ ოჯახის გასართობად წერდა. შემდეგ მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო. რომანს თავდაპირველი სათაური „ელინორი და მერიენი” შეუცვალა და უფრო გამომსახველობითი, ასე ვთქვათ „ეთიკური”, მისთვის დამახასიათებელი სათაურით გადასცა გამომცემლობას. უცნობი ავტორის, თანაც ფსევდონიმით („ლედი”) წიგნის გამოქვეყნებას გამომცემლობა მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ წარუმატებლობის შემთხვევაში ავტორი დახარჯულ თანხას აუნაზღაურებდა. წიგნი 1000 ეგზემპლარით დაიბეჭდა, მალევე გაიყიდა და ავტორს საკმაო ჰონორარიც ერგო! იმდროინდელი პრესა წერდა: „ამ არაჩვეულებრივად დაწერილ რომანში ვეცნობით დახვეწილი ადამიანების რეალისტურ ისტორიას, რამაც შეუძლებელია არ დაგაინტერესოს. წიგნის მოცულობაც ისეთია, რომ სიამოვნება მოგანიჭოს და არ გადაგტვირთოს. ავტორი კარგად იცნობს ადამიანთა ხასიათსა და ცხოვრებას, რომანში კარგად ერწყმის ერთმანეთს ჯანსაღი აზრი და მახვილგონივრულობა. მასში სიყვარული და ცხოვრება ორი მხრიდან არის დანახული – გონებიდან და გრძნობიდან. არაჩვეულებრივად არის აღწერილი გმირები, პეიზაჟი, ინტრიგა, სიყვარული...” ეს ყველაფერი იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მართალია, ეს მო-მაჯადოებელი ფსიქოლოგიზმით დაწერილი რომანი დიდი ხნის წინ დაიწერა, მაგრამ გარწმუნებთ, დაკვირვებული მკითხველი მასში საოცრად ბევრ სათავისოს ამოიკითხავს...