CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

სატანის ელექსირები

ISBN:

Buy

Author ერნსტ ჰოფმანი
Dimensions 16.5/22.5
Number of Pages

228

Age Range

Adult Literature

Cover

მაგარი

Price

9.90 Gel

Description

ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, მას ჩვენს უახლოეს წარსულში მკაცრი ცენზურის გამო არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში მრავლადაა რელიგიური თემები, საოცრად დამაბნეველი სიუჟეტი, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულებების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რო მელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება. რომანს ლაიტმოტივად გასდევს მეორე ,,მეს“ თემა, რისთვისაც ავტორი არაერთხელ მიმართავს იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვარს ლეონარდო და ვინჩის, რითაც ჰოფმანი ე.წ. რენესანსული მითის შემოქმედად გვევლინება. ლეონარდო და ვინჩის პიროვნება დიდად განსაზღვრავს რომანის პრობლემატიკასა და მხატვრულ ქსოვილს. არც ისაა შემთხვევითი, რომ რომანის მთავარი გმირის, მედარდუსის სულიერი მოძღვარი მისი მოსახელეა. ეს უკანასკნელი ცდილობს, მედარდუსი სექსუალურ ექსცესებს თავისი შორსმჭვრეტელური სუბლიმაციის პათოსით აარიდოს. სწორედ ასეთი პათოსით საუბრობს ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქო ან ალიტიკურ ეტიუდში ლეონარდო და ვინჩის იდუმალ გენიაზე! გარდა ამისა, რომანს წითელ ხაზად გასდევს ქრისტიანობისადმი ისტორიული თუ მისტიკური დამოკიდებულება.