CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

მოწყენილობა

ISBN: 9789941431494

Buy

Author ალბერტო მორავია
Dimensions 16.5/22.5
Number of Pages

216

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

9.90 Gel

Description

ცნობილი იტალიელი მწერლის, ალბერტო მორავიას ეს ნაწარმოები, რომელიც II მსოფლიო ომის შემდგომ დაიწერა, ქართულ ენაზე პირველად გამოდის. იგი იმდროინდელი დანაწევრებული საზოგადოების ფონზე ადამიანის ქცევის განსაცვიფრებელ მიმოხილვას წარმოადგენს. ნაწარმოების მთავარი გმირი, 35 წლის მხატვარი დინო, ვერავითარ კავშირს ვერ პოულობს სამყაროსთან და მოწყენილობითაა შეპყრობილი. ის მდიდარი დედის ერთადერთი განებივრებული  შვილია, რომელსაც ფული ეზიზღება, თუმცა არც ყოველთვიურ დახმარებაზე ამბობს უარს, რათა ამით დედისგან გაქცევა და ცალკე "ღარიბულად" ცხოვრება შეძლოს. ამ ფსევდოსიღარიბეს დინოსთვის სულიერი სიმშვიდე არ მოაქვს და უცნაურ, აკვიატებულ ურთიერთობას იწყებს 17 წლის ღარიბ ქალიშვილთან _ სესილიასთან.

რომანში ფსიქოლოგიური დაძაბულობა თანდათან პიკს აღწევს. თითოეული გმი­რი მეორის დაუფლებას, მასზე საკუთარი გავლენის მოპოვებას ცდილობს: დინოს დე­და ფულის მეშვეობით _ შვილზე, ხოლო დინო სექსუალური ურთიერთობის, ფულის, ქორწინების მეშვეობით სესილიაზე... მას ხომ გაუცხოების დაძლევა მხოლოდ საგნების ფლობით შეუძლია. თუმცა, ყოველი ასეთი მცდელობა კრახით მთა­ვრდება და გმირებს უფრო მეტ სიცარიელესა და მძაფრ სურვილებს უტოვებს. რა ძალაუფლება და გავლენა აქვს ფულსა და სექსუალურ ურთიერთობას ადამიანზე? რა არის ეს ყოვლისმომცველი მოწყენილობა და როგორ შეიძლება მისი დაძლევა? რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ინფანტილურ, უემოციო, გულგრილ ქალიშვილთან გაურკვეველმა ურთიერთობამ? ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში მორავიას საყოველთაოდ აღიარებული რომანის გმირები დაგვეხმარებიან.