CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

დიდი სახლის პატარა დიასახლისი

ISBN: 9789941511035

Buy

Author ჯეკ ლონდონი
Dimensions
Number of Pages

392

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

11,90 Gel

Description

ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია: ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... რომანის სიუჟეტი ეყრდნობა სასიყვარულო სამკუთხედს – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, როგორ იპოვა პაოლამ აქედან „სუფთა და კეთილშობილი“ გამოსავალი? ამ რომანით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს. ისეთი ადა­მიანები კი, როგორიცაა დიდი სახლის პატარა დიასახლისი, კაცო­ბრიობას აკეთილშობილებს. „ერთის გულწრფელი ნათქვამი ბრბოს ყვირილზე მეტია, განა მთელი ცხოვრება წამება არ არის?! ცხოვრე­ბის ღრმა შინაარსიც სწორედ ამ წამების შემცირებაშია“.