Author | ალექსანდრე დიუმა (შვილი) |
---|---|
Dimensions | |
Number of Pages |
232 |
Age Range |
Adult Literature |
Cover |
რბილი |
Price |
11,90 Gel |
Description
რომანმა `ქალი კამელიებით~ უკვდავყო ფრანგი დრამატურგის, პოეტისა და მწერლის ალექსანდრე დიუმა შვილის სახელი. ნაწარმოებში აღწერილი სასიყვარულო ისტორია თავად ავტორს გადახდა თავს. მე-19 საუკუნის პარიზი, უსასრულო მეჯლისები, წვეულებები, მშვენიერი ქალები, წარმოსადეგი მამაკაცები... რას ველით წიგნისგან, რომელიც კურტიზანის ცხოვრებაზეა? – ნამდვილ და გულწრფელ სიყვარულს? ბედნიერ დასასრულს?.. არის კი ამ სამყაროში ნამდვილი სიყვარულის ადგილი?.. მარგარიტა გოტიე პარიზის ყველაზე ლამაზი კურტიზანია, ცხოვრობს ფუფუნებაში და მის საყვარლობაზე ოცნებობს პარიზელ მამაკაცთა უმრავლესობა. ერთდროულად არის მხიარულიც და სევდიანიც, ვნებიანიც და ცივიც, მორცხვიც და თავაშვებულიც, ამაყიც და მოკრძალებულიც. ისეთ ქალებს, როგორიც მარგარიტაა, არ შეუძლიათ დიდი და ნამდვილი სიყვარული, ყოველ შემთხვევაში, უმეტესობას ასე სწამს, მაგრამ არა მარგარიტას! ცხოვრებამ მას სასწორის ერთ პინაზე მდიდრული ბინა, უძვირფასესი სამკაულები და ეტლები დაუდო, მეორეზე კი – სიყვარული – ერთადერთი საყვარელი, რომელიც ჭეშმარიტად შეიყვარა. შეძლებს კი ელიტარული საზოგადოება კურტიზანისა და არისტოკრატის ნამდვილი სიყვარულის მიღებას? შეძლებს კი ოჯახი, შეეგუოს შვილის ასეთ არჩევანს?..