CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

სპარსული წერილები

ISBN: 9789941511097

Buy

Author შარლ ლუი მონტესკიე
Dimensions 18/21
Number of Pages

316

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

11,90 Gel

Description

თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მწერლისა და ფილოსოფოსის შარლ ლუი დე მონტესკიეს გახმაურებული რო­მანი „სპარსული წერილები“ ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რომანი იწყება იმით, რომ სპარსელი ველმოჟა ისპაანში თავის ჰა­რამხანას ტოვებს და მეგობართან ერთად ევროპაში, „ბარბაროსე­ბის მიწებზე“ სამოგზაუროდ მიდის. ისინი წერენ მეგობრებს წერი­ლებს, რომლებშიც დასავლეთის საზოგადოების სხვადასხვა ასპექ­ტზე ამახვილებენ ყურადღებას. „ყველას ჰყავს საყვარელი, თამა­შობენ თავიანთ თავებზე ერთხელ და სამუდამოდ მორგებულ რო­ლებს, დადიან კლუბებში, ფუსფუსებენ, მოსწონთ ინტრიგა..“. ყო­ფითი მოვლენების გარდა, მონტესკიე ეხება სახელმწიფოების მო­წყობას, საშინაო და საგარეო პოლიტიკას; მისი ისრები ხვდება ვა­ტიკანსაც, დასცინის მონარქებს, მინისტრებს, ზოგადად, საზოგა­დოებას; ის საოცარი გონებამახვილობითა და გამგმირავი ირო­ნიით გვიყვება საფრანგეთისა და აღმოსავლეთ იმპერიების სა­მეფო კარის ინტრიგებზე, სპარსეთის ჰარამხანებზე... „სპარსული წერილები“ ავტორის სიცოცხლეშივე გახდა ბესტსელერი და დღე­მდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ლიტერატურულ და ფი­ლოსოფიურ წრეებში; იგი შეახსენებს საზოგადოებას რომ „მთა­ვრობა ისე უნდა ჩამოყალიბდეს, ერთ ადამიანს არ ეშინოდეს მე­ორესი; რომ მთავრობის თავისუფალი და მყარი საფუძველი ძალე­ბის მკაფიო და დაბალანსებულ განაწილებას ემყარება“.