CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

მკვდარი სახლის ჩანაწერები

ISBN: 9789941511066

Buy

Author ფიოდორ დოსტოევსკი
Dimensions 18/21
Number of Pages

376

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

11.90 Gel

Description

ბორკილდადებული ნახევრად თავგადაპარსული ფიოდორ დოსტო­ევსკი 1849 წელს ბადრაგს ჩააბარეს, ციმბირის გრძელ გზას გაუ­ყენეს და ომსკის საპყრობილეში მიიყვანეს, საიდანაც ოთხი წლის შემდეგ გათავისუფლებულმა მწერალმა ციხეში ნანახს, განცდილსა და გადატანილს ერთად მოუყარა თავი და „მკვდარი სახლის ჩანა­წერებად“ აკინძა. ის სისხლის სამართლის დამნაშავის, ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვის პირით პატიმრების ყოველდღიური ცხო­ვრების ისტორიებს შეულამაზებლად და გულისტკივილით გადმო­გვცემს. მთავარ გმირს საპყრობილის სასტიკი რეჟიმი, ყოველდღი­ური დამცირება და ბორკილების თრევა უფრო ტანჯავს, ვიდრე აფრთხობს. ის ისეთ ადამიანებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც ამ­ქვეყნად ტანჯვის მეტი თითქმის არაფერი უნახავთ. ალექსანდრ პე­ტროვიჩს მათთან ურთიერთობა არ ეთაკილება, პირიქით, მედიდუ­რობა სამარცხვინო თვისებად მიაჩნია და ყოველგვარ უკადრისობას უარყოფს. პატიმრები კი მას ხშირად დასცინიან, რადგან ის თავმდა­ბალი, ზრდილობიანი და კეთილსინდისიერია. უდიდესი ტანჯვის მი­უხედავად, ის ბედის უკუღმართობაზე არ ჩივის. საპყრობილეში მან იგრძნო, რომ სამყაროს სწორედ ის გარემო ქმნის, რომელსაც ძა­ლით გახვევენ თავს. რა ხდებოდა მაშინდელი რუსეთის ციხეში, სა­დაც რუსი პატიმრების გარდა უცხოელებიც, მათ შორის, კავკასიე­ლებიც, მრავლად იყვნენ? რისთვის აპატიმრებდნენ მათ? როგორი იყო კატორღული შრომა? ვინ იყო ჯალათი და ვინ – მსხვერპლი?.. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს რომანში ამოიკითხავთ.