ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

იდუმალი ბაღი

ISBN: 9789941475436

ყიდვა

ავტორი ფრენსის ჰოდსონ ბერნეტი
ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

316

ასაკი

10+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6.90 ₾

აღწერა

აღწერა:

საოცნებო ადგილს რომ იპოვი, შენი იყოს, პატარავ და... გააცოცხლე! – ეუბნება მისტერ კრეივენი მასთან საცხოვრებლად ჩასულ, დაობლებულ მერი ლენოქსს. პატარა გოგონას საოცნებო ადგილი მისელთვეით მენორის ყველაზე მივიწყებულ ადგილას, ძველისძველი გალავნით გარშემორტყმული, ათი წლის წინათ გამოკეტილი ბაღი აღმოჩნდა. იორკშირელი დიკონის დახმარებით მერის საიდუმლო ბუდე პატარა ედემად იქცა და გაზაფხულთან ერთად იქ სიცოცხლემ, სიყვარულმა და ხალისმა დაიბუდა. იდუმალ ბაღში მომხდარ მრავალ სასწაულს შორის ყველაზე დიდი ჯადოსნობა კოლინ კრეივენის გამოჯანმრთელება აღმოჩნდა. განსაცვიფრებელი თავგადასავლებისა და მეგობრების მზრუნველობის წყალობით, სნეულ და ჭირვეულ ბიჭუნას სიცოცხლის წყურვილი დაუბრუნდა. გაინტერესებს, რა საიდუმლოს ინახავს იდუმალებით მოცული ბაღი და მისელთვეით მენორის უცნაურზე უცნაური სახლის ბინადრების თავგადასავლები? მაშ, შენც მოარგე გასაღები ძველისძველ ჭიშკარს და ნაწარმოების გმირებთან ერთად იდუმალი ბაღის იდუმალ სამყაროში შეაბიჯე...

თარგმანი და წინასიტყვაობის ავტორი – ია კოროშინაძე