ავტორი | თედო რაზიკაშვილი |
---|---|
ზომა | 14.8/21 |
გვერდების რაოდენობა |
340 |
ასაკი |
10+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6.90 ₾ |
აღწერა
ბავშვობა ის საძირკველია, რომელზეც ადამიანის მთელი შემდგომი ცხოვრება შენდება; რომელიც ხშირად სიცოცხლის ბოლომდე განსაზღვრავს მის ხასიათს და წარმართავს მის მოქმედებას. ეს კარგად იცოდა თედო რაზიკაშვილმა (1869-1922 წწ.). მან შეკრიბა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრების დიდებული კრებული. მარტო ეს ღვაწლი იკმარებდა მწერლის სახელის უკვდავსაყოფად, თუმცა მან თავისი ინდივიდუალური შემოქმედებითაც გაამდიდრა ბავშვების სულიერი სამყარო. გარდა იმისა, რომ თედო რაზიკაშვილი ბუნების ნამდვილი მესაიდუმლეა, ჭეშმარიტი მწერლის მახვილი თვალით კარგად ხედავს ხალხის საზრუნავ-საწუხარს, კარგად იცის ბავშვის ფსიქოლოგია და თავისი მდიდარი ფანტაზიით, უშუალობითა და გულწრფელობით დაწერილ მოთხრობებში ცდილობს, პატარებს შეაყვაროს ბუნება და მიაწოდოს ცოდნა ბუნების მოვლენების, ცხოველთა და ფრინველთა შესახებ (მოთხრობები: „ნიბლია“, „იის ამბავი“, გარიელა“, „ფითრი“, „მონადირე“, ქორის ბახალა“ და სხვა). წიგნში შეტანილია მწერლის ყველა რჩეული საბავშვო მოთხრობა.