ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან – სერია მე მიყვარს კითხვა – მარკ ტვენი – ტომ სოიერის თავგადასავალი

ISBN: 9789941464096

ყიდვა

ავტორი მარკ ტვენი
ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

256

ასაკი

11+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6.90 ₾

აღწერა

კლასიკური მწერლობა რომ ყოველთვის თანამედროვეა, ამას მარკ ტვენის ეს უკვდავი ნაწარმოებიც ადასტურებს, რომელიც საუკუნეზე მეტია თაროდან არ ჩამოდის და ყოველთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნების რიცხვშია. მოთხრობის მთავარი გმირი, ობოლი ტომას სოიერი დეიდასთან იზრდება. დაუდეგარი ხასიათის მიუხედავად, ის ბევრს კითხულობს. განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს სათავგადასავლო ლიტერატურას და ცდილობს, თავისი ცხოვრება წაკითხული მოვლენებით შეავსოს. თუმცა პატარა, მოსაწყენ ქალაქში ნამდვილი ავანტიურის პოვნა უჭირს. მას ისღა დარჩენია სასურველი რეალობა თავად შექმნას, რასაც არა მხოლოდ ფიქრი და ოცნება, არამედ გამბედაობაც სჭირდება. ეს კი ყველას როდი შეუძლია. ტომი ჰეკლბერი ფინის მეგობარია, რომელსაც მასავით იტაცებს თავგადასავლები. ჰეკი მარტო ცხოვრობს, შესაბამისად, ხელს არავინ უშლის ეძებოს ახალ-ახალი თავგადასავლები. სწორედ ამ ძიებაში ვლინდება და ყალიბდება მოზარდების ხასიათი და მიზანსწრაფულობა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება.