კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან - მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ

ISBN: 9789941489365

ყიდვა

ავტორი ჟიულ ვერნი
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

ასაკი

11+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,90 ₾

აღწერა

ეს წიგნი ჟიულ ვერნის დროინდელ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიღწევებს ეყრდნობა. პერსონაჟებიც, რომლებიც მისი თანამედროვენი არიან, ყველაფერს აკეთებენ თავიანთი პიროვნული საზღვრების გასაფართოებლად. მათი უჩვეულო მოგზაურობა გვაჩვენებს, რომ ბუნების ძალებთან ბრძოლაში მხოლოდ თავის თავში დარწმუნებული, განათლებული და სულიერად გაწონასწორებული ადამიანი იმარჯვებს. ბევრი რამ, რაც ჟიულ ვერნის დროს ფანტასტიკა იყო, დღეს უკვე რეალობაა! მაშ, რატომ იბეჭდება მისი წიგნები დღემდე მრავალათასიანი ტირაჟით? – იმიტომ, რომ არ ძველდება კვლევა-ძიებისა და ცოდნისკენ სწრაფვა, ენთუზიაზმი, ერთმანეთის მხარდაჭერა, რწმენა, სიმამაცე, აღმოჩენის სიხარული და მოგზაურობის თავბრუდამხვევი მიმზიდველობა; იმიტომ, რომ დიდი საქმის დაძლევა, მაღალზნეობრივი მიზნების მიღწევა მხოლოდ თავისუფალ, დიდბუნებოვან და საღად მოაზროვნე ადამიანს ძალუძს; იმიტომ, რომ ამ ყველაფერს აერთიანებს დიდი მწერლის სადა, ოპტიმისტური, ფაქტების ლოგიკით ამოძრავებული და „ენთუზიაზმის გადამდები” თხრობა, რაც მოზარდს განათლების მიღებისა და ძიების სურვილს აღუძრავს.