ავტორი | ანდრე ჟიდი |
---|---|
ზომა | 16.5/22.5 |
გვერდების რაოდენობა |
184 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
9.90 ₾ |
აღწერა
ამბობენ, რომ სიყვარული ქრება, მაგრამ ქმრები რჩებიან. ცოლქმრული თანაცხოვრების მანძილზე ამ ნათელი გრძნობის ადგილას ჩნდება პატივისცემა და ურთიერთგაგება, ეულად ცხოვრების შიში, ერთად დაგროვილი ქონება... ზოგჯერ ეს ერთგვარი ნებაყოფლობითი მონობის ხასიათს ატარებს. არ გჯერათ? მაშინ დაკვირვებით წაიკითხეთ „ცოლთა სკოლა“. ეს არის ერთი ოჯახის სამი ნაწილისგან შემდგარი ისტორია, რომლის წევრებიც ერთმანეთს პატივს არ სცემენ, სადაც მუდმივი სიცარიელეა. დასაწყისში სიყვარულით დაბრმავებული ოჯახის დიასახლისი, ეველინი, ოცი წლის შემდეგ აცნობიერებს, რომ ქმარი მისი გრძნობებით უსინდისოდ მანიპულირებს და ღირსების შესანარჩუნებლად ოჯახიდან მიდის. ეს არის გულწრფელი აღსარება ქალისა, რომელიც შეუფერებელ ადამიანზე გათხოვდა.
მეორე ნაწილში „რობერი“ − ქმრის აზრებს ვეცნობით, ხოლო მესამეში − ქალიშვილისას, რომელიც სულაც არ არის შეყვარებული. რომანის წაკითხვის შემდეგ ემოცია დიდხანს გაგყვებათ. დაფიქრდებით, რაოდენ ბევრი გრძნობა იმალება ნაძალადევ პათოსში და რაოდენი პათოსი − დაფარულ გრძნობებში.
მეორე რომანის გმირი, იზაბელა რადიკალურად განსხვავდება ეველინისგან. ის თავქარიანი, ღრმად რეალისტი და ანგარიშიანია. ავტორი აქ XVIII საუკუნის კლასიკური ფრანგული პროზის ტრადიციების გამგრძელებლად გვევლინება.