ავტორი | შოდერლო დე ლაკლო |
---|---|
ზომა | |
გვერდების რაოდენობა | |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
416 |
ფასი |
11,90 ₾ |
აღწერა
ფრანგი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, პიერ შოდერლო დე ლაკლოს ეპისტოლარული ჟანრის რომანი „სახიფათო კავშირები“ ერთ-ერთ პირველხარისხოვან ფსიქოლოგიურ რომანად ითვლება. იმდროინდელი არისტოკრატიის ცხოვრების წესზე დაწერილმა ამ ღრმა და მახვილმა სატირამ მსოფლიო აღიარება და სკანდალური სახელი მოიპოვა. მისი ადაპტირებული სცენარის მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული, რაც ხაზს უსვამს რომანის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. წიგნის სიუჟეტური ხაზი მარკიზა დე მერტეისა და ვიკონტ დე ვალმონის წერილებით ვითარდება – ყოფილი საყვარლის დასასჯელად, ქალი თავის იდეურ თანამზრახველს სთხოვს მისი მომავალი საცოლის ცდუნებას. მწერალი ამხელს სხვისი ბედით მოთამაშე, მზაკვარ და თვალთმაქც ადამიანებს. ნაწარმოებში ასევე აღმოაჩენთ ორ მივიწყებულ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: ქალი, რომელიც უარს არ ამბობს ზნედაცემულ მამაკაცთან ურთიერთობაზე, მისივე მსხვერპლი ხდება; და დედა, რომელიც არაფრად ჩააგდებს იმას, რომ ქალიშვილი მასზე მეტად სხვა ქალს ენდობა, აუცილებლად დაისჯება... როგორ წარმართავს ნიღბიანი ადამიანი სახიფათო თამაშს? როგორ გაება ცბიერი ვიკონტი თავის დაგებულ სიყვარულის მახეში? როგორი ფსიქოლოგია აქვთ ზნედაცემულ ქალსა და მამაკაცს? რა არის სახიფათო თამაშების ფსიქოლოგიური არსი?.. მსგავს ცხოვრებისეულ შეკითხვებზე პასუხს იპოვით ამ წიგნში, რომლის პირველი გამოცემიდან უკვე ორ საუკუნეზე მეტი გავიდა, თუმცა თავისი სოციალურ-ფსიქოლოგიური თემებით დღემდე აქტუალურია.