ავტორი | რობერტ ლუის სტივენსონი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
240 |
ასაკი |
11+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
7,90 ₾ |
აღწერა
ეს წიგნი საუკუნეზე მეტია, მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორისაა, არადა, ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო. საბავშვო ჟურნალის რედაქტორმა რაიმე სახალისო ამბის დაწერა მთხოვა. შინ რომ მოვედი, ჩემი შვილობილი რაღაცას ხატავდა. რატომღაც, მეც ფანქარი ავიღე და კუნძულის რუკა დავხატე. მთებსა და ყურეებს უჩვეულო სახელები დავარქვი: ბინოკლის მთა, ბიზანანძის მთა და სხვ. ეს რუკა აწვდიდა საკვებს ჩემს გონებას... სწორედ ამ რუკამ დაუდო საფუძველი ,,განძის კუნძულის'' შექმნას. დიდი ხნის განმავლობაში, ოჯახში და მეგობრების ვიწრო წრეში ვკითხულობდი წინა დღეს დაწერილ ტექსტებს. ისინი ინტერესით მისმენდნენ, მსჯელობდნენ და მეკითხებოდნენ, კიდევ როდის დავწერდი მომდევნო თავს, _ იხსენებდა მოგვიანებით მწერალი. ეს რომანი, რომლის პერსონაჟებში მკითხველებმა ცნობილი ინგლისელი მეკობრეები ამოიცნეს, მალევე გახდა ბესტსელერი, მისი ავტორი კი, მთელმა მსოფლიომ გაიცნო. იგი ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე; მის მიხედვით გადაღებულია მხატვრული და ანიმაციური ფილმები. საინტერესოა, რომ ამ რომანის გაგრძელებას შემდგომ წლებში არაერთი მწერალი შეეცადა, მაგალითად: რ. დელდერფილდი ,,ბენ განის თავგადასავალი'', ფრენსის ბრაიანი _ `ჯიმ ჰოკინზი და დაწყევლილი განძის კუნძული, ჯონ დრეიკი _ ,,კაპიტან სილვერის ოდისეა'' და სხვ.