კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

11 წლიდან - ძველი ქართველები

ISBN: 9789941489495

ყიდვა

ავტორი ლამარა შენგელია
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

ასაკი

11+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,90 ₾

აღწერა

დაახლოებით ორსაუკუნოვანი მეცნიერული კვლევა-ძიების შედეგად დადგინდა, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზში, წინა აზიის ვრცელ ტერიტორიაზე, დაახლოებით ექვსი-ხუთი ათასი წლის წინ, არსებობდა უცნობი და იდუმალი კულტურა; რომ ამ კულტურის შემქმნელი ხალხი, არც ენობრივად და არც გენეტიკურად, არ ჰგავდა მეცნიერთათვის ნაცნობ სხვა ხალხებს – ისეთებს, როგორებიც არიან ინდოევროპელები, სემიტები, თურქ-მონგოლები. აღსანიშნავია ისიც, რომ ძველი აღმოსავლეთის წერილობითი ძეგლები და ანტიკური პერიოდის მწერლები მრავალ ცნობას გვაწვდიან ამ ხალხზე, მათი კულტურის მნიშვნელობაზე. ირკვევა, რომ სწორედ ამ ხალხმა აღმოაჩინა სპილენძი და რკინა, რაც უდიდესი გადატრიალება იყო ადამიანთა მოდგმის ისტორიაში. მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გულმავიწყობის ფერფლიდან, თანდათანობით, თავი იჩინა ამ იდუმალი კულტურის შემქმნელმა ხალხმა – ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა. ქართველთა უძველესი მატიანე გაცილებით ხანგრძლივი და ვრცელ ტერიტორიაზე განფენილია, თუმცა დღეს – მხოლოდ კავკასიაში შემორჩენილი. სწო-რედ ამ უძველესი ისტორიის წარმოჩენის მცდელობაა ლამარა შენგელიას წიგნი „ძველი ქართველები”. წიგნში „*”-ით აღნიშნული სიტყვები განმარტებულია თანდართულ ლექსიკონში.