ავტორი | ნინო ქადაგიძე |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
148 |
ასაკი |
8+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6,90 ₾ |
აღწერა
გიყვარს კეთილი, ფერადი და მხიარული ზღაპრები? თუ ასეა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხო. რატომ? იმიტომ, რომ ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობისას მოხვდები ციცინათელების, ბროწეულებისა და ტყუილების ქვეყნებში; გაიცნობ – მოხუც, წელზე შალშემოკრულ ბიბლიოთეკას, კოპწია ფოსტის შენობას, ანბანის მხიარულ ოჯახს, ფუსფუსა ბებია მარტს, ქარიყლაპია კაცს, ჭკვიან და მამაც გოგო-ბიჭებს, ცელქ ტყუპ კნუტებს, მოლაპარაკე სახლებს, რომლებიც ღამღამობით ერთმანეთს უამბობენ, რა ამბები ტრიალებს მათი ლამაზი სახურავების ქვეშ... მოკლედ, წინ ბევრი კეთილი ამბავი გელის კეთილი დასასრულით. ახლა კი გემრიელად მოკალათდი სავარძელში და განაგრძე კითხვა.