კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

8 წლიდან - უსახლკარო

ISBN: 9789941489075

ყიდვა

ავტორი ჰექტორ მალო
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

240

ასაკი

8+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,90 ₾

აღწერა

ფრანგი რომანისტი ჰექტორ მალო (1830-1907) ამ წიგნში პატარა ბიჭის, რემის, თავგადასავალს გვიყვება. რემიმ არ იცის, ვინ არიან მისი მშობლები და მათ ეძებს საფრანგეთსა და ინგლისში. ამ ქვეყნებში მასთან ერთად თქვენც იმოგზაურებთ; გაეცნობით უბ­რალო ხალხის ყოფას, ადათ-წესებს; გაიგებთ, როგორია ცხოვ­რება იქ, სადაც ადამიანურ ღირსებაზე მაღლა ფული დგას. ფულის გამო ადამიანები სჩადიან დანაშაულს, ივიწყებენ ნათესაურ მოვალეობას, კეთილშობილებას... მესაკუთრეების სამყაროში ყველაფერი იყიდება, მათ შორის _ ბავშვებიც. რემის წარმოდგენაში ოჯახი სიყვარულისა და ბედნიერების წყაროა _ ერთადერთი საიმედო საყრდენი, რომ გადაურჩე მკაცრ და უსამართლო რეალობას, სადაც პოლიცია, სასამართლო, სატუსაღო _ ყველაფერი უბრალო ხალხის წინააღმდეგაა. ეს წიგნი გასწავლის, რომ სულიერი მხნეობა უკიდურესი გაჭირვების დროსაც არ უნდა დაკარგო. გასწავლის, რა მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში მეგობრობა, სიკეთე, პატიოსნება, კეთილშობილება, გამბედაობა და სიყვარული. `უსახ­ლკაროს~, გამოცემიდან მრავალი წლის შემდეგაც, დიდი ინტერესით კითხულობენ ბავშვები მთელ მსოფლიოში.