ავტორი | ანილ ბასილი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
64 |
ასაკი |
8+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6,90 ₾ |
აღწერა
ცნობილი თურქი მწერლის ანილ ბასილის ბესტსელერი გულისამაჩუყებელ და ხალასი ემოციებით სავსე ამბავს მოგვითხრობს ოჯახზე, აღზრდაზე, ბუნებასა და ფოტოგრაფიის ხელოვნებაზე. „ჟირაფის პირობის“ პერსონაჟები არიან ველური ბუნების ფოტოგრაფი ბაბუა, სამოგზაურო ქარავანი სახელად „ნარინჯისფერი“ და ბიჭუნა თოფრაქი, რომელიც სიცოცხლის უთვალავი ფერის შეცნობას ლამობს... თოფრაქსა და ბაბუას ერთმანეთთან ძლიერი კავშირი აქვთ, რაც გამოიხატება მათ საერთო ინტერესში – ფოტოგრაფიისადმი სიყვარულში. ბიჭი გადაწყვეტს, ბაბუას ნაჩუქარი ფოტოაპარატით წარსულის დაუვიწყარ მოგონებებში იმოგზაუროს და საკუთარი მომავლის შესაცვლელად იმოქმედოს. ამ გზაზე თოფრაქი აღმოაჩენს, რომ ისინი, ვინც ერთმანეთს ჟირაფის პირობას მისცემენ, არასოდეს დაშორდებიან.