კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

8 წლიდან - ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ISBN: 9789941431654

ყიდვა

ავტორი რუდოლფ რასპე
ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

72

ასაკი

8+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

4.90 ₾

აღწერა

ბავშვებო, თუ ბარონი მიუნჰაუზენი ამბობს, რომ ყუმბარაზე ამხედრებული დაფრინავდა, ესე იგი ასეც იყო. იცით თუ არა, რომ  ყველაზე მართალი ადამიანი დედამიწაზე ნამდვილად არსებობდა? დიახ, ბარონი მიუნჰაუზენი ნამდვილად ცხოვრობდა მე-18 საუკუნის გერმანიაში. ის მდიდარი ოჯახიდან იყო და ახალგაზრდობაში ერთხანს რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთ-თურქეთის ომშიც მონაწილეობდა. ომის დამთავრების შემდეგ ის გერმანიაში  დაბრუნდა. მას ხშირად სტუმრობდნენ მეგობრები, რომლებსაც თავის თავგადასავალს უამბობდა. რასაკვირველია, ის დიდი ფანტაზიორი ვინმე იყო და ნამდვილ ამბებს ალამაზებდა. როგორც ჩანს, მისი ისტორიები მსმენელებს მოსწონდათ, რადგან მის სახლს სტუმარი არ აკლდა. მალე სახელი გაითქვა, როგორც მახვილგონიერმა და მჭევრმეტყველმა პიროვნებამ. და აი, მისი რამდენიმე ამბავი გერმანულ ჟურნალშიც დაიბეჭდა. მისმა ისტორიებმა მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, როდესაც გერმანელმა მწერალმა ერიხ რასპემ ისინი დაამუშავა და წიგნად გამოსცა. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ ძალზე ტრაბახა ადამიანს „მიუნჰაუზენას“ ეძახიან ხოლმე. და მაინც: ვინ იყო მიუნჰაუზენი? რა ჰქონდა მას სატრაბახო? როგორ მოაგებინა ომი ინგლისელებს? როგორ გადაურჩა აშკარა დახრჩობას? ან როგორ გაფრინდა მთვარეზე? ამ და სხვა უამრავ საკვირველ ამბავს წაიკითხავთ ამ წიგნში. როგორც ირკვევა, ბარონი მიუნჰაუზენი მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რადგან აგერ უკვე სამ საუკუნეზე მეტია მის ისტორიებს გატაცებით კითხულობენ პატარა მკითხველები.