კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

8 წლიდან - რა ღირს მოგზაურობა მზეზე?

ISBN: 9789941489600

ყიდვა

ავტორი ნუკა გაგუა
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

96

ასაკი

8+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

7,90 ₾

აღწერა

იცოდით, რომ ეს წიგნი თქვენ შექმენით? მე კი, როგორც ერთ ჩვეულებრივ მშობელს, ჯადოსნურ სამყაროში თქვენთან ერთად მოგზაურობის უფლება მომეცით. იცით, რა ხდება, როდესაც უფროსებს ავიწყდებათ, რომ ოდესღაც ბავშვები იყვნენ?.. მათთვის ზღაპრული სამყაროს კარი იკეტება! შესაბამისად, ვერ მოგზაურობენ მზეზე, ვერასდროს მოხვდებიან სიზმრების ქარხანაში, ვერასდროს გაიცნობენ ფიქრების ამკრეფსა და ადამიანთა წამკითხველს... ვერც შოკოლადის თვითმფრინავით იმგზავრებენ. ერთი სიტყვით, შესანიშნავია, რომ ახლა ჩვენ უკვე გვაქვს ბავშვობის ელექსირი, რომლის დალევის შემდეგ ყველანი ბავშვობის ჯადოსნურ ამბებს გავიხსენებთ! რეცეპტი? რეცეპტი წიგნშია! გამოგვყევით ამ საოცარ მოგზაურობაში და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჯადოსნური ქვეყნის შვილები ხართ! შექმენით თქვენი ზღაპარი, რომელსაც უწილადებთ სხვას!