ავტორი | ჯეკ ლონდონი |
---|---|
ზომა | |
გვერდების რაოდენობა |
392 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
11,90 ₾ |
აღწერა
ჭეშმარიტება ის არის, რაც ცხოვრებაში თავის თავს ამართლებს – ამის სჯერა ულამაზეს პაოლა ფორესტს, უმდიდრესი დიკ ფორესტის ცოლს, დიდი სახლის პატარა დიასახლისს, რომლისთვისაც მთავარი ზნეობრივი ფასეულობებია: ერთგულება, პატიოსნება, სხვაზე ზრუნვა... რომანის სიუჟეტი ეყრდნობა სასიყვარულო სამკუთხედს – პაოლას სენტიმენტალურ სიყვარულს ქმრისა და მისი მეგობრის მიმართ. უაღრესად ემოციური დიალოგების ფონზე თანდათან ვუახლოვდებით დასასრულს და ერთი სული გვაქვს, გავიგოთ, როგორ იპოვა პაოლამ აქედან „სუფთა და კეთილშობილი“ გამოსავალი? ამ რომანით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ, ის რაც ცხოვრებაში გვაწბილებს, ზოგჯერ ძალასა და სიბრძნეს გვმატებს. ისეთი ადამიანები კი, როგორიცაა დიდი სახლის პატარა დიასახლისი, კაცობრიობას აკეთილშობილებს. „ერთის გულწრფელი ნათქვამი ბრბოს ყვირილზე მეტია, განა მთელი ცხოვრება წამება არ არის?! ცხოვრების ღრმა შინაარსიც სწორედ ამ წამების შემცირებაშია“.