ავტორი | თამარ ადამია |
---|---|
ზომა | |
გვერდების რაოდენობა |
48 |
ასაკი |
0-3 წელი |
ყდა | |
ფასი |
11 ₾ |
აღწერა
შვილის ბედნიერებასა და წარმატებაზე მშობლები მისი დაბადებიდანვე ზრუნავენ, რადგან სამომავლო წინსვლას დიდწილად განაპირობებს ის უნარ-ჩვევები, რომელთაც საფუძველი სკოლაში მისვლამდე ეყრება. 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მხატვრული ტექსტების შექმნა საკმაოდ რთულია, რადგან ავტორმა კარგად უნდა იცოდეს ბავშვის ფსიქოლოგია, ზუსტად უნდა ითვალისწინებდეს სკოლამდელთა გონებრივ შესაძლებლობებსა და სიახლის ათვისების უნარებს. იაკობ გოგებაშვილის საბავშვო და საყმაწვილო პრემიის ლაურეატის, ფსიქოლოგისა და გამოცდილი პედაგოგის, თამარ ადამიას კიდევ ერთი შემეცნებითი წიგნი მხიარული ამბებით სწორედ ამ თავისებურებებით გამოირჩევა. ისინი ბავშვს ამშვიდებენ და ფერად სამყაროში ამოგზაურებენ. მის წარმოსახვაში ცოცხლდებიან პერსონაჟები, იბადებიან აზრები და პატარა მშვიდად გადადის ძილის მდგომარეობაში. ამ ტექსტებით ბავშვი გაიმდიდრებს სიტყვათა მარაგს, აიმაღლებს ემოციურ ინტელექტს, ისწავლის გააზრებას, განივითარებს წარმოსახვას, ყურადღებას, სმენით მეხსიერებასა და მეტყველებას.