ავტორი | ფინარ ოღუნჩი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
68 |
ასაკი |
5-8 წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6.90 ₾ |
აღწერა
ფინარ ოღუნჩის შემოქმედებას თურქი მკითხველი კარგა ხანია იცნობს, თუმცა „ქარიფანტია დღიური“ მისი პირველი მცდელობაა საბავშვო ლიტერატურაში. წიგნის ონავარ გმირებს, მაიას, რობისა და სონას, ათასგვარი ოინბაზობითა და აღმოჩენებით სავსე ყოველდღიური ცხოვრება აქვთ. თავიანთი კეთილი, წრფელი, ბავშვური გულით ისინი ყველასა და ყველაფერს თანაუგრძნობენ; ამჩნევენ და ფიქრობენ ისეთ რამეებზე, რაც სხვებს გულისყურის მიღმა რჩებათ. ბავშვები თავიანთ ფერად და ჩიტირეკიულ თავგადასავლებს „ქარიფანტია კითხვების ქარიფანტია პასუხების“ დღიურში ინიშნავენ, თავიანთივე მოგონილი სიტყვებით. მიუხედავად მცირე ასაკისა, მათ კარგად იციან, რომ „ყველას გადახდენია ისეთი რამ, რაც მოსაყოლად და დასაწერად ღირს.“