ავტორი | ოტია იოსელიანი |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
156 |
ასაკი |
5-8 წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
8,90 ₾ |
აღწერა
ცხოვრებისეული სიბრძნით გაჯერებული „ხელისგულისტოლა ზღაპრების“ პერსონაჟები ცხოველები და ფრინველები არიან. მათი ენით ავტორი გვასწავლის მეგობრობას, პატიოსნებას, სიყვარულს, სიკეთეს, სამართლიანობასა და ერთგულებას; გმობს ღალატს, ბოროტებას, სიხარბეს, შურს, მტრობას, ამპარტავნობასა და სხვა მანკიერ ზნე-ჩვეულებებს. ამ კრებულში პატარა მკითხველები წაიკითხავენ: როგორ მოიარა კუმ ზღვა და ხმელეთი სასწაულის მოსაძებნად; რა შეემთხვა მელას, რომელმაც პატიოსნად და კეთილსინდისიერად ცხოვრება გადაწყვიტა; რაზე ბჭობს ცხოველთა უფლებების დაცვის სათათბირო უღრან ტყეში; რა აცოფებს, აღრიალებს და აკვნესებს ლომს ზოოპარკში, სადაც, ერთი შეხედვით, საუცხოო ცხოვრება აქვს და არაფერი აკლია... ეს არაჩვეულებრივი ზღაპრები არა მხოლოდ ცხოვრების საიდუმლოს უზიარებს ბავშვებს, არამედ ხელს უწყობს მათ დაახლოებას ბუნებასთან.