ავტორი | ირის ჰანიკა |
---|---|
ზომა | 10.9/18 |
გვერდების რაოდენობა |
188 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6.90 ₾ |
აღწერა
ირის ჰანიკას რომანმა “ცოდვა” ევროკავშირის ლიტერატურული პრემია (2010) და “ლიტერატურნორდის” მთავარი პრიზი მოიპოვა (2011). წიგნი ასახავს თანამედროვე გერმანელების განცდას წარსულში ნაციონალ-სოციალისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო, აგრეთვე – დღევანდელ რეალობასაც. მთავარი გმირი, ფრამბახი, ხშირად ფიქრობს ადამიანის განვლილ და მიმდინარე ცხოვრებაზე. ის მელანქოლიკი არქივარიუსია, რომელიც მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობს და ამქვეყნად ერთადერთი მეგობარი ჰყავს; მუშაობს წარსულის საქმეთა მართვის ინსტიტუტში და ნაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს იკვლევს. მისთვის სამსახური უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა რამ. სარკაზმით შეზავებული ორიგინალური ფორმის (მაგალითად, ცარიელი გვერდი დასაფიქრებლად, შენიშვნების გვერდები – საკუთარი აზრის გამოსახატავად) რომანი მარტოობისა და მეგობრობის თემებსაც ეხება.