კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

ცირკი მიდის

ISBN: 9789941464522

ყიდვა

ავტორი პატრიკ მოდიანო
ზომა 10.9/18
გვერდების რაოდენობა

136

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

რბილი

ფასი

6.90 ₾

აღწერა

,,ცირკი მიდის'' ნობელიანტი მწერლის, პატრიკ მოდიანოს რიგით მეჩვიდმეტე რომანია. ისევე, როგორც მისი ნაწარმოებების უმრავლესობა, ეს რომანიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. მწერალი მისთვის საყვარელ თემას ირჩევს – სასიყვარულო ინტრიგას ქალთან, რომელიც ქრება. მოქმედება დაახლოებით 1963 წელს ვითარდება პარიზში, ალჟირის ომის დროს. ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლის პროტოტიპი, დროდადრო ახსენებს საფრანგეთის ოკუპაციის პერიოდს, რომლის გაუთვალისწინებლად მისი ცხოვრება გაუგებარი იქნებოდა. სასიყვარულო-დეტექტიური ხასიათის რომანი ჰიპნოზივით გვნუსხავს არა მხოლოდ შინაარსით, არამედ მწერლის  ხელწერითაც. ამ ნაწარმოების მიხედვით ალენ ნაუმმა 2009 წელს გადაიღო ტელეფილმი "ხალხი, რომელიც მიდის". რეჟისორმა მოახერხა გადმოეცა ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელსაც პატრიკ მოდიანო ოსტატურად ქმნის თავის რომანებში.