კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

10 წლიდან - სამი მოთხრობა

ISBN: 9789941431715

ყიდვა

ავტორი მარკ ტვენი
ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

64

ასაკი

10+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

4.90 ₾

აღწერა

იშვიათია მწერალი, რომელსაც ბავშვებიც და დიდებიც ერთნაირი ინტერესით კითხულობდნენ. მას უდიდესი მწერლები თავიანთ მასწავლებლად მიიჩნევდნენ. თავის მოთხრობებში ის კიცხავს ბოროტებას და გმობს ფულის გაღმერთებას, ააშკარავებს თავისი დროის ყველა მანკიერებას და საზოგადოებას ზომიერებისკენ მოუწოდებს. ის ადამიანებს მათი გულით აფასებდა და არა თვალით, ან ინტელექტით.

ამ წიგნში შეტანილი სამივე მოთხრობა საოცარი იუმორით მოგვითხრობს: როგორ იპოვა ბედი ღარიბმა, არცთუ უჭკუო ამერიკელმა ორი მდიდარი ინგლისელის დანაძლევების ხარჯზე? (მილიონი გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი), როგორ ასწავლა კაცს ჭკუა საათმა? (ჩემი საათი), როგორია ძაღლის თვალით დანახული ადამიანის ცხოვრება? როგორ ცხოვრობს უენო ცხოველი ადამიანებთან? (ძაღლის ამბავი).

„ყოველთვის მოიქეცი სწორად. ამით სიამოვნებას მიანიჭებ რამდენიმე ადამიანს, აი სხვებს კი გააკვირვებ!“ _ წერდა ამ მოთხრობების ავტორი, ამერიკული ლიტერატურის მამამთავარი მარკ ტვენი.