კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

12 წლიდან - კავკასიური მოთხრობები

ISBN: 9789941475986

ყიდვა

ავტორი ლევ ტოლსტოი
ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

416

ასაკი

12+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

8,90 ₾

აღწერა

,,რუსეთში ფრიად უცნაური თქმულება არსებობს კავკასიაზე: თითქოს ეს ერთგვარი აღთქმული ქვეყანაა, ყველა უბედური ადამიანისთვის'' – წერს ლევ ტოლსტოი კავკასიურ მოთხრობებში.

ის, ფაქტობრივად პირველი რუსი მწერალია, რომელმაც კავკასია მსოფლიოს გააცნო. რუსეთში გავრცელებული შეხედულებებით, საკმარისია, კავკასიაში ჩახვიდე და ჯილდოებით აივსები. რუსეთიდან კავკასიაში ზოგი ფულის, ზოგი უიღბლო სიყვარულის, ზოგიც ვალების გამო მიდიოდა და გამდიდრებასა და ჩინს ელოდა. ,,თუმცა მე ორი წელია აქ ვარ, ორ ბრძოლაში ვმონაწილეობდი და არაფერი მიმიღია'. წიგნში არაერთი საგულისხმო აზრია კავკასიის მნიშვნელობაზე. ტოლსტოი მოხიბლული იყო არამარტო კავკასიის პეიზაჟით, არამედ მდიდარი კულტურის მქონე კავკასიელებითაც.

ამ წიგნით ტოლსტოიმ პროტესტი გამოუცხადა კავკასიის მომაბეზრებელ ომს, რომელიც, ისევე როგორც ყველა ომი დედამიწაზე, ხალხის ზურგზე გადადიოდა. ,,ყველაფერი, რასაც კავკასია ერქვა, იყოფოდა, ორ ნაწილად: ჩვენად და სხვისად'', რას გულისხმობდა მწერალი ამაში? ამ და სხვა უამრავ კითხვაზე პასუხს იპოვით ამ მდიდარ შთაბეჭდილებებზე აგებულ შენასიშნავ წიგნში, რომელიც ისე ეხმიანება დღევანდელობას და იმდენად რეალისტურია, რომ მკითხველს დღემდე აოცებს.