ავტორი | მიხეილ მახარაძე |
---|---|
ზომა | 14.8/21 |
გვერდების რაოდენობა |
116 |
ასაკი |
12+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
5,90 ₾ |
აღწერა
მოზარდთათვის დღემდე იშვიათობაა პოპულარული საკითხავი წიგნი ფილოსოფიაში. ამის გამო, ხშირად, ახალგაზრდები თავის მომავალ სპეციალობად შემთხვევით ირჩევენ ფილოსოფიას და შემდგომ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ამ წიგნით გავეცნობით: ფილოსოფიის წარმოშობისა და მისი განვითარების ისტორიას, ცნობილ ფილოსოფოსებს და მათი ცხოვრების წესს. მივხვდებით, რომ ფილოსოფიის ყოველგვარი გაგება და, მით უმეტეს, განმარტება, მის საუკეთესო შემთხვევაშიც კი, არის ფილოსოფიური სიბრძნის უსაზღვრო და უსასრულო ოკეანის მხოლოდ ერთი ვარიანტი. სწორედ ეს ხდის ფილოსოფიას ამოუწურავს. ყველას გვაინტერესებს: ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? რა ადგილი გვიკავია ამ სამყაროში?.. ფილოსოფია საინტერესოა არა მხოლოდ ჩვენს კითხვებზე გარკვეული პასუხების მისაღებად, არამედ თვით ამ კითხვების გამო, რადგან ეს კითხვები აფართოებს ჩვენი წარმოდგენების შესაძლებლობებს და ამდიდრებს ჩვენს ინტელექტუალურ წარმოსახვას... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ მათი მშობლებისთვისაც. წიგნის ბოლოში მოცემულია ტექსტში ვარსკვლავით (*) აღნიშნული დიდი ფილოსოფოსებისა და ფილოსოფიური ტერმინების ლექსიკონები.