კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

7 წლიდან - ცანცაროვანთა დინასტიის მხიარული ამბები

ISBN: 9789941489327

ყიდვა

ავტორი ირმა მალაციძე
ზომა 14.5/21
გვერდების რაოდენობა

ასაკი

5-8 წელი

ყდა

რბილი

ფასი

6,90 ₾

აღწერა

ავტორისგან

ჩვენი წიგნი ბაჭიების ბედნიერ ოჯახზე გიამბობთ. წაიკითხეთ „ცანცაროვანთა დინასტიის მხიარული ამბები” და მიხვდებით, რომ პატარა კურდღლებს ისევე შეუძლიათ იმეგობრონ, გაერთონ ან დაეხმარონ გასაჭირში ჩავარდნილ მეზობლებს, როგორც ჩვენ, ადამიანებს. ეს წიგნი არის თანადგომასა და სიკეთეზე, შრომისმოყვარეობასა და გონებამახვილობაზე. შეიძლება დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ, როცა ძალიან, ძალიან გინდა რაღაც, შეუძლებელსაც კი შეძლებ!.. დარწმუნებული ვარ, შეიყვარებთ მხიარულ, ცელქ ბაჭიებს ცანცაროვანთა დინასტიიდან და უგულშემატკივრებთ, როცა გზააბნეულ ღორს ტყიდან გაღწევაში ეხმარებიან; როცა საქველმოქმედო კონცერტს მართავენ; როცა საკურდღელთაშორისო სირბილიადაზე ასპარეზობენ...

მაშ ასე, გაიცანით ბაჭიები – ფუმფულა, ცმაცი, სკუპია და კიჭა! მათთან ერთად ბევრ საინტერესო და სახალისო თავგადასავალში აღმოჩნდებით!

წარმატებას გისურვებთ!