ავტორი | მონტეირუ ლობატუ |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
240 |
ასაკი |
9+ წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6,90 ₾ |
აღწერა
ცნობილი ბრაზილიელი საბავშვო მწერალი, მონტეირუ ლობატუ მოგვითხრობს ბავშვების უჩვეულო თავგადასავალს, რომელიც აერთიანებს რეალობასა და ზღაპრის ელემენტებს. ნაწარმოების პერსონაჟები არიან ცხვირაპრეხილა ლუსი, პედრინიო, თოჯინა ემილია, გრაფი დე სიმინდო, მარკიზი რაბიკო, გმირები ცნობილი ზღაპრებიდან და სხვა. ზოგჯერ იმდენად გასაგებია პერსონაჟების ქმედების მორალური მოტივები და ლოგიკა, რომ პატარა მკითხველი თავს ხან მათ ნაწილად მიიჩნევს, ხან კი, პირიქით, მაყურებლის პოზიციიდან, კინოკადრივით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ცდილობს გამოიცნოს, რატომ იქცევიან ადამიანები ასე და არა სხვაგვარად. მკითხველი ეცნობა სხვა კონტინეტზე მცხოვრები ხალხის ცხოვრებას და ხვდება, რომ ბრაზილიელი ბავშვები არაფრით განსხვავდებიან მათგან. აფართოებს რა მკითხველის გეოგრაფიულ თვალსაწიერს, „ყვითელი კოდალას ორდენი“ საინტერესოა ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც. ეს წიგნი თარგმნილია მრავალ ენაზე და გადაღებულია უამრავი მულტფილმი. თავად მწერლის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ეს წიგნი მუდამ იცოცხლებს, სანამ მოკვდება უკანასკნელი მოხუცი დედამიწაზე“.