ავტორი | ონორე დე ბალზაკი |
---|---|
ზომა | |
გვერდების რაოდენობა |
328 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
11,90 ₾ |
აღწერა
„სიყვარული რელიგიაა და მისი კერპი, ალბათ, გაცილებით უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა რომელიმე რელიგიისა. იგი სწრაფად გარბის ხოლმე ქუჩის ბიჭივით, და ცდილობს, სადაც გაივლის, არაფერი დარჩეს დაუნგრეველი“ – წერს ბალზაკი თავის რეალისტურ შედევრში „მამა გორიო“, რომელსაც ზოგი „ადამიანურ კომედიას“, ზოგი კი „ადამიანურ ტრაგედიას“ უწოდებს. მამა გორიო მამა-მოწამეა, რომელმაც უარი თქვა ყოველგვარ პირადულზე და თავი საკუთარ ქალიშვილებს მიუძღვნა. არაამქვეყნიური სიყვარული შვილებისადმი ბერიკაცს ბევრ სისულელეს ჩაადენინებს. ბალზაკი ზოგჯერ დასცინის, ზოგჯერ ცრემლებს ღვრის გორიოს გამო. და მაინც, რა იყო მამა გორიოს მთავარი შეცდომა? ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმად მცოდნე მწერალი გვიბიძგებს ამ შეკითხვაზე პასუხი თავად მოვძებნოთ, როგორც ამ ნაწარმოებში, ასევე, ჩვენი თუ სხვათა ცხოვრების გაანალიზების შედეგად. ამ წიგნის გამოქვეყნებიდან თითქმის ორი საუკუნე გავიდა, მაგრამ იგი კვლავ აქტუალურია.