ავტორი | ლელა გვეტაძე |
---|---|
ზომა | 14.5/21 |
გვერდების რაოდენობა |
72 |
ასაკი |
5-8 წელი |
ყდა |
რბილი |
ფასი |
7.90 ₾ |
აღწერა
ლელა გვეტაძის სადებიუტო წიგნში „ბატი და ბუტი“ მო-თხრობილია ორი პაწაწინა, ყვითელი სიმინდის მარცვლისსაოცარი ამბავი. ისინი სამზარეულოს ერთი მივიწყებული უჯრის კუთხეში ცხოვრობდნენ. დღისით ეძინათ და ღამით გამოდიოდნენ სასეირნოდ, მაგრამ ერთ დღესაც ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაარღვევენ და ყველაფერი შეიცვლება. ასე იწყება მათი ფათერაკებით აღსავსე, საინტერესო და სახალისო თავგადასავალი. სამზარეულოდან ანიტას აგარაკის ეზოში გადასახლებული ბატიბუტები ბევრ მეგობარს გაიჩენენ და მათი დახმარებით ყოველთვის ახერხებენ სიძნელეების გადალახვას. ბატისა და ბუტის ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი და მამოძრავებელი ძალაა მეგობრობა, თანადგომა და სიყვარული. ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებული+ ბატისა და ბუტის სახალისო ისტორიები ძალიან მოეწონებათ ბავშვებს.