კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

წისქვილი ფლოსზე

ISBN: 9789941511585

ყიდვა

ავტორი ჯორჯ ელიოტი
ზომა 18/21
გვერდების რაოდენობა

544

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

რბილი

ფასი

12.90 ₾

აღწერა

ქართულ ენაზე პირველად გაეცნობით ცნობილ ინგლისელ მწერალს, ჯორჯ ელიოტს. დიკენსისა და თეკერეის ეპოქაში მისი გამოჩენა სენსაცია იყო. ეს რომანი მწერლისდროინდელი ინგლისის რეალური ცხოვრების ანარეკლია. აქ ვერ ნახავთ გამოგონილ სვლებს და დამაბნეველ ინტრიგებს. მდინარე ფლოსის ფონზე, რომელსაც ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს, ავტორი ღრმა ფსიქოლოგიურ ანალიზს გვაწვდის გმირების პირად ცხოვრებაზე, მათ შინაგან განცდებზე, ცხოვრებისეულ შეხედულებებსა და კანონებზე, რომელიც, მათი აზრით, „თაღლითებზე ზრუნვისთვისაა შექმნილი“. ჩვენ თვალწინ კინოკადრივით ერთმანეთს ენაცვლება რომანის მთავარი გმირის, მეგის ცხოვრება. აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვები: რატომ გრძნობს ის სხვებთან შედარებით უპირატესობას? ეს ენერგიული, ფეთქებადი ხასიათის ქალიშ ვილი, რატომ ვერ იტანს მეშჩანებს? რატომ ამბობს უარს ნამდვილ სიყვარულზე?.. მწერალი მეგის აფრთხილებს: „ასეთ ხალხში ცხოვრება გაგიჭირდებათ. თქვენ ყოველგვარი მშვენიე რებისა და კეთილშობილებისგან ყრუ კედელი გმიჯნავთ და დაი ხუთებით“. მიუხედავად დრამატიზმისა, რომანი გაჯერებულია ხალასი იუმორით. და ბოლოს, ალბათ, შეეგუებით დასასრულს და საკუთარ თავს ჰკითხავთ, შეეძლო კი მწერალს რომანი სხვაგვარად დაესრულებინა?..