ავტორი | სევინჩ ჩოკუმი |
---|---|
ზომა | 10.9/18 |
გვერდების რაოდენობა |
256 |
ასაკი |
მოზრდილთა ლიტერატურა |
ყდა |
რბილი |
ფასი |
6.90 ₾ |
აღწერა
„თურქეთს შეუძლია გახდეს ამერიკა! რა უნდა გადმოგვეღო სხვისგან და რა რაოდენობით? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვცოდნოდა, რა სიმაღლეზე აფრინდებოდა და სად ჩამოჯდებოდა ფენიქსი, სახელად ამერიკა. ამდენი სამხედრო გადატრიალება რომ არა, იქნებ რაღაცისთვის მართლა მიგვეღწია, თუმცა ცივილიზაციის მატარებელზე ჯერ კიდევ არ დაგვიგვიანია! ჩვენ გზაში ვართ! იმედი მთის ყვავილიც რომ იყოს, მწვერვალზე მაინც უნდა ავიდეთ!“ - წერს მწერალი და თანამედროვე თურქეთის პოლიტიკის ფონზე, რომელსაც „შეშლილ დროებას“ უწოდებს, გვაწვდის შესანიშნავ აზრებს სიყვარულზე, ცოლქმრული ცხოვრების ნიუანსებზე: „როცა კაცს ფული აქვს და ქვეყანა თავისი ჰგონია, რას გააკეთებს? შინ მჯდარ მზეთუნახავს კარგად მოეპყრობა, თავად კი ცხოვრების ყველა სიკეთეს გარეთ მიიღებს, თუმცა ცოლი ქმრით კმაყოფილია. რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს, კაციაო, იტყვის. თუ ჭუჭყი მოეცხო, ჩამოიბანს და მორჩაო. რაც მთავარია, ბავშვებს ბევრი სათამაშო აქვთ, ცოლი მარად ფეხმძიმედაა და სახლიც ლამაზი ავეჯით აქვს გამოტენილი“.