CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

12 წლიდან - მონტესუმას ასული

ISBN: 9789941464164

Buy

Author ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
Dimensions 14.8/21
Number of Pages

352

Age Range

12+ Year

Cover

რბილი

Price

7.90 Gel

Description

მსოფლიო ლიტერატურამ "მონტესუმას ასული" აღიარა როგორც საუკეთესო ისტორიული რომანი, რომელიც ოდესმე დაწერილა ისტორიულ-გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის თემაზე. წიგნის შექმნამდე ავტორმა იმოგზაურა მექსიკაში, რათა თავად ეგრძნო ოდესღაც აყვავებული ცივილიზაციის იდუმალება. რომანში გადმოცემულია ახალგაზრდა თომას ვინგფილდის ისტორია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრობს ინგლისის ერთ მყუდრო დაბაში. ერთ დღეს ის იგებს, რომ დედამისი მისმა ყოფილმა საქმრომ, ესპანელმა ხუან დე გარსიამ მოკლა. თომასი შურისძიების ფიცს დებს და მკვლელის საძებნელად ესპანეთში მიდის. საბოლოოდ კი, სამხრეთ ამერიკაში ხვდება და კონკისტადორებს უპირისპირდება. ვინგფილდი აქ გაიცნობს გმირული სულის მქონე მონტესუმას ასულს და მასზე ქორწინდება. ამ რეალისტურ რომანში, ინდიელებისა და ესპანელების დაპირისპირების პარალელურად, ვითარდება არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია: მკვეთრად იხატება მშობლის, სამშობლოს, მეუღლისა და შვილების სიყვარულის რაობა. ეს წიგნი მკითხველს არა მარტო წარსულის ამბებს განაცდევინებს, არამედ დღევანდელობაზეც დააფიქრებს - მწერლის უკვდავებაც ხომ სწორედ ამაშია.