CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

12 წლიდან - თავშესაფარი

ISBN: 9789941431999

Buy

Author ანე ფრანკი
Dimensions 14.8/21
Number of Pages

264

Age Range

12+ Year

Cover

რბილი

Price

9.90 Gel

Description

დღიური წერილებით

"რადიოთი გამოსვლისას მინისტრმა ბოლკენშტაინმა თქვა, მოგონებები ომზე, დღიურები და წერილები მომავალში ძალიან ფასეული იქნებაო. მაშინვე ყველა ჩემს დღიურზე ალაპარაკდა. კარგი იქნება, თუ თავშესაფრის ცხოვრებაზე რომანს გამოვაქვეყნებ. სათაურის წაკითხვისას - "თავშესაფარი", იფიქრებენ, ალბათ, დეტექტივიაო", - წერდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მწერლობაზე მეოცნებე, ფაშიზმის გენოციდის მსხვერპლი ანე ფრანკი. გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, მხიარული, ძლიერი ხასიათის, თავშესაფარში გამოკეტილი გოგონა ცხოვრებას უჩვეულო მოგზაურობად აღიქვამდა, არ წუწუნებდა და იმედს არ კარგავდა, გაჭირვებას მხნედ უძლებდა, უნდოდა ისე ეცხოვრა, რომ სიკვდილის შემდეგაც ეცოცხლა!.. ადამიანთმოძულეებმა 15 წლის ასაკში შეწყვიტეს ამ უდავოდ ნიჭიერი ახალგაზრდის ცხოვრება. ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ დღიური, რომელსაც თავის აზრებსა და გრძნობებს ანდობდა, მსოფლიო ბესტსელერი გახდებოდა, 67 ქვეყანაში გამოსცემდნენ და მუდამ აუცილებლად წასაკითხი წიგნების რიცხვში იქნებოდა!

ძველი, ცენზურული გამოცემებისგან განსხვავებით, ახალ ქართულ თარგმანს დაემატა აქამდე უცნობი, მნიშვნელოვანი 31 წერილი.