Dimensions | 21/29 |
---|---|
Number of Pages | |
Age Range |
9+ Year |
Cover |
რბილი |
Price |
20 Gel |
Description
„მე მიყვარს მათემატიკა“ უამრავი სასწავლო მასალით არის დატვირთული. დავალებათა უმეტესობა პრაქტიკული, გამოყენებითი ხასიათისაა; ამას გარდა, სახელმძღვანელოში მოცემული უამრავი მათემატიკური თავსატეხი, პროექტი და კომიქსი აამაღლებს ნებისმიერი მზაობის მოსწავლის მოტივაციას. სწორედ დავალებების მრავალფეროვნება, მათი სხვა საგნებთან ინტეგრაციის უამრავი აქტივობა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათემატიკის როლის გაცნობიერება, სახალისო და „უცნაური“ ამოცანები, გაკვეთილის ახსნის ახლებური სტილი – უპირატესობასა და განსაკუთრებულობას სძენს „მე მიყვარს მათემატიკას“.
ამ სახელმძღვანელოს მეთოდიკაში სიახლეა:
ü მასწავლებლის ინსტრუქტორის როლიდან დამკვირვებლისა და სასწავლო პროცესის თანამონაწილის როლში გადაყვანის შესაძლებლობა;
ü ისწავლე-დააკავშირე-გამოიყენე (იდგ) ტიპის დავალებები – აერთიანებს სხვადასხვა მათემატიკურ თემას და ხელს უწყობს საბაზისო კომპეტენციების განვითარებას;
ü წაიკითხე-გამოიყენე-ამოხსენი (წგა) დავალებები (პროექტები) – მოსწავლეს მათემატიკური იდეების, მოდელებისა და მეთოდების გაგება-გააზრებაში ეხმარება. წგა დავალებები ავითარებს პროცესზე ორიენტირებულ ისეთ კომპეტენციებს, როგორიცაა: არგუმენტაცია, პრობლემის გადაჭრა, მოდელირება, კომუნიკაცია, მათემატიკური წარმოდგენებისა და ხერხების გამოყენება;
ü იყავი ფორმაში! – დავალებები მოიცავს კარგა ხნის წინ გავლილ მასალას, იძლევა თვითკონტროლის საშუალებას, უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მუშაობასა და რეფლექსიას;
ü თითოეული გაკვეთილი უკავშირდება მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც მათ ამოხსნის საკუთარი სტრატეგიების ძიებისკენ უბიძგებს;
ü მასწავლებლის წიგნში მოცემული დამხმარე მასალა მასწავლებელს ეხმარება საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვაში.
კომპლექტში შედის: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული