CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

მხიარული ხაზები

ISBN: 9789941489501

Buy

Author თამარ ადამია
Dimensions 21/27.9
Number of Pages

96

Age Range

5-8 Year

Cover

რბილი

Price

12 Gel

Description

სავარჯიშოები ნატიფი მოტორიკის განსავითარებლად.

სასკოლო მზაობის ასაკის ბავშვებისთვის.

აქტივობათა რვეული „მხიარული ხაზები“ საგანმანათლებლო რესურსია, რომელიც ბა­ვშვებთან მუშაობის პროცესში დიდ დახმარებას გაუწევს მშობლებს, აღმზრდელებს, სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს, სპეცმასწავლებლებს, ფსიქოლოგებსა და ლოგოპედებს.

აქტივობათა რვეულის გამოყენება მიზანშეწონილია სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან, მათი საჭიროებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რათა განივითარონ ხელის ნატიფი მოტორიკა და გაივარჯიშონ თვალისა და ხელის შეთანხმებული კოორდინაცია.

რატომ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს ხელის ნატიფი მოტორიკის განვითარებაში?

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ხელის თითების მოძრაობა სტიმულს აძლევს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინში ააქტიურებს მოტორიკის ცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, ააქტიურებს მეზობლად მდებარე სხვა ცენტრებს, მათ შორის, მეტყველების ცენტრსაც. ამიტომ ხელის ნატიფი მოტორიკის ვარჯიში ავითარებს: მეტყველებას, აზროვნებას, ყურადღებას, ფანტაზიას, ნებისყოფას, მეხსიერებას...

„მხიარული ხაზების“ დახმარებით ბავშვებს განუვითარდებათ ხელის ნატიფი მოტორიკა და ისინი გაღიზიანების გარეშე შეასრულებენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: წერა, ხატვა,ყოველდღიური საქმიანობა; გაიზრდება მათი სასწავლო მოტივაცია და სიახლეების ძი­ების სურვილი.