CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ISBN: 9789941489631

Buy

Author ვიქტორ ჰიუგო
Dimensions
Number of Pages

448

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

11,90 Gel

Description

„დიდი ტაძრები, ისევე, როგორც მთები საუკუნეების ქმნილებებია“, – წერდა ჰიუგო და ამაში, უპირველესად, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს გულისხმობდა. 150 მეტრი სიგრძის, 50 მეტრი სიგანისა და 34 მეტრი სიმაღლის ხუთნავიანი კათედრალური ტაძარი კუნძულ სიტეზე, პარიზის ცენტრში, მდინარე სენას ორ განშტოებას ქმნის.

რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. მწერალი ამ პრობლემების გათავისებაში რომ დაგვეხმაროს, რომანში სამი მთავარი გმირი შემოჰყავს: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და გარეგნულად მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის მქონე ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და მათ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს, რადგანაც ჰიუგოს მეტმა ჯერ ვერავინ შეძლო, მშვენიერების მწვერვალზე აეყვანა სიმახინჯე და სიკეთის ზეიმი ამ გზით ეჩვენებინა. ამ წიგნიდან, რომელიც მცირე შემოკლებით იბეჭდება, მიღებული განცდები მკითხველის სულის სიმებს შეარხევს და კითხვის დასრულების შემდეგაც დიდხანს დააფიქრებს ცხოვრების ავ-კარგზე, ყოფნა-არყოფნაზე...