CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

ხიდი მარადისობაზე

ISBN: 9789941431906

Buy

Author რიჩარდ ბახი
Dimensions 10.9/18
Number of Pages

412

Age Range

Adult Literature

Cover

რბილი

Price

12.90 Gel

Description

როგორც თავად ამერიკელი კლასიკოსი მწერალი რიჩარდ ბახი გვიმხელს, ეს ავტობიოგრაფიული რომანი გულის საიდუმლოს ამოხსნისა და ერთადერთი, სულის თანაზიარი, ჭეშმარიტი სიყვარულის ძიებას ეძღვნება. არადა, ამ დროს ქედმაღალ ავტორს ბედნიერება ცხვირწინ უდევს. შეძლებს კი მწერალი თავის თავს გადააბიჯოს? რატომ ფიქრობს, რომ ფული ბოროტებაა, რომელიც ყველაფერს აუფასურებს? რაშია ცხოვრების აზრი? ეს კითხვები გზადაგზა გვაფიქრებს და თავადაც გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რა საჭიროა ათ გვერდზე იმ მოთხოვნების ჩამოწერა, რასაც შენს მეორე ნახევარს უყენებ. ამით ხომ საკუთარ თავს იზღუდავ და ზიანსაც აყენებ? შენ პარტნიორს ეძებ თუ სამსახურში თანამშრომელს? რომანის ფინალში მწერალი თავს ანებებს ტვინის ჭყლეტას და მკითხველი ერთგვარ სიმსუბუქეს გრძნობს: "ღმერთო, როგორც იქნა, მიხვდა!" რომანი მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ერთი რამ კი უდავოა: ჩვენს რეალობაში ასეთ გულწრფელ ავტობიოგრაფიულ რომანს იშვიათად შეხვდებით.