ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

მშობლიურზე თბილი მიწა

ISBN: 9789941464812

ყიდვა

ავტორი უაილი ქეში
ზომა 10.9/18
გვერდების რაოდენობა

280

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

რბილი

ფასი

6.90 ₾

აღწერა

„მშობლიურზე თბილი მიწა” ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის, უაილი ქეშის სადებიუტო რომანია, რომელიც გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. ჩვენს სამყაროში, სადაც ყველაფერი თითქოს უკვე უმაღლეს დონემდე განვითარდა, მიყრუებული დასახლებების წარმოდგენა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით, ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ეს წიგნი დაიწერა. რომანში მოთხრობილი ამბავი კი სწორედ აქ ხდება. ჩრდილოეთ კაროლინას ერთი პატარა ქალაქის მოსახლეობა ძლიერი ზეგავლენის ქვეშაა; მხოლოდ ერთეულებს ჰყოფნით გონიერება, გააცნობიერონ შესაძლო შედეგები და წინ აღუდგნენ მის შემოქმედს. რომანში აღწერილი საიდუმლოებით მოცული ამბავი სამი პერსონაჟის მოგონებებითაა შეკრული და თვალნათლივ გვიჩვენებს განსხვავებას ნამდვილ რწმენასა და ფანატიზმს, სიკეთესა და ბოროტებას, განათლებასა და გაუნათლებლობას შორის. ეს საინტერესო, შთამბეჭდავი ტრილერი სიმამაცესა და სიყვარულის ძალაზეა, იმ ბოროტებისა და სიბნელის დამარცხებაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ბუდობს.