ფასდაკლების აქცია

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

8 წლიდან – სერია მე მიყვარს კითხვა – იაკობ გოგებაშვილი – შემეცნებითი მოთხრობები

ISBN: 9789941464553

ყიდვა

ავტორი იაკობ გოგებაშვილი
ზომა 14.8/21
გვერდების რაოდენობა

404

ასაკი

8+ წელი

ყდა

რბილი

ფასი

8.90 ₾

აღწერა

იაკობ გოგებაშვილი მართებულად ამტკიცებს, რომ ბავშვებს უფრო მეტად იზიდავთ და აინტერესებთ ისეთი კონკრეტული საგანი, რომელსაც "პირდაპირი დამოკიდებულება აქვს ცხოვრებასთან". ამ თითქოს უბრალო დებულებაში მოჩანს მწერლის დიდი ნიჭი.  მისი ყოველი მოთხრობა საგანმანათლებლო მიზნებს ემსახურება და ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ, ზნეობრივ თუ შემოქმედებით განვითარებას. ამ კრებულში თავმოყრილია საბუნებისმეტყველო, გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული მოთხრობები, რომლებიც "შემეცნებითი მოთხრობების" სახელწოდებით გავაერთიანეთ. ამ თემატურად მრავალფეროვან ნაწარმოებებში მწერალი მოგვითხრობს ბუნების საიდუმლოებაზე, ცხოველთა და ფრინველთა ცხოვრებაზე, მცენარეთა თავისებურებაზე, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე; საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებთა საქმიანობაზე, განათლებასა და კულტურაზე, რაც ბავშვმა თავის ქვეყანაზე აუცილებლად უნდა იცოდეს.