კატალოგი

პრეზენტაციები

www.mathematics.elf.ge

ლედი ჩეთერლის საყვარელი

ISBN: 9789941464348

ყიდვა

ავტორი დევიდ ლოურენსი
ზომა 16.5/22.5
გვერდების რაოდენობა

240

ასაკი

მოზრდილთა ლიტერატურა

ყდა

რბილი

ფასი

9.90 ₾

აღწერა

ამ რომანმა გამოსვლისთანავე (1928) დიდი სკანდალი გამოიწვია. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის მწერლის სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში, 1930 წელს უკვე დაბეჭდილი წიგნების მთელი ტირაჟი გაანადგურეს. აკრძალვა 1960 წლამდე მოქმედებდა, მანამდე, ვიდრე გახმაურებული სასამართლო პროცესის შემდეგ, ამ რომანმა მთლიანად არ აღიდგინა თავისი უფლებები (სწორედ ამ პროცესზეა გადაღებული ბი-ბი-სის ფილმი ,,ჩეთერლის საქმე''). წიგნში აღწერილია კლასიკური სამკუთხედი: ახალგაზრდა ლამაზი ქალი, ინვალიდი ქმარი და მოუხეშავი ტყის მცველი. პლატონური სიყვარულის კრახის გვერდით მწერალი რეალისტურად აღწერს ინგლისის მოქალაქეთა სოციალურ და ისტორიულ ასპექტებს; პერსონაჟთა ხასიათებსა და ცხოვრებისეულ მიდგომებს; სულიერად გაკოტრებულ მაღალ საზოგადოებას, რომელიც ჭეშმარიტ ინგლისელად მიიჩნევს თავს; ახალგაზრდობას, რომელიც ჯაზით, კოქტეილებითა და ჩარლსტონით ცდილობს ,,საუკუნის ტრაგიკულობის'' ჩახშობას; ორი ადამიანის სწრაფვას, გაექცეს სასტიკი საზოგადოების ტყვეობას, მოიპოვოს ბედნიერება და მიაღწიოს ურთიერთობის ჰარმონიას, თუმცა ისინი მარტონი არიან ძველებურად მოაზროვნეთა სამყაროში. წიგნს აშკარად აზის ტრაგედიის ბეჭედი. ეს არის მხატვრის ტრაგედია, რომელიც ჭეშმარიტებას ეძებს ამაოების გზაზე... დევიდ ლოურენსის ეს წიგნი მსოფლიოს საუკეთესო ნაწარმოებების რიცხვშია და მისდამი ინტერესი დღემდე არ განელებულა.