| Author | თეა ლობჟანიძე |
|---|---|
| Dimensions | 14.5/21 |
| Number of Pages |
48 |
| Age Range |
5-8 Year |
| Cover |
რბილი |
| Price |
6,90 Gel |
Description
ძვირფასო ბავშვებო, ამ სახალისო წიგნში გაიცნობთ პატარა და მხიარულ ზღარბს, ზაბიზუბის, რომელიც შაბათ-კვირას საყვარელ ბიცოლა ზიზისა და ბიძია ზუზუს სტუმრობს. ზაბიზუბი ზაბიზუბურ სიმღერას მღერის; ზაბიზუბურ საძინებელ ოთახში იძინებს და სანუკვარი, ზაბიზუბური ოცნებაც უსრულდება. საინტერესო და ხალისიანია მისი ორდღიანი თავგადასავალი: დიდი ხის ფუღუროში დედა ბუსა და პატარა ბარტყებს გაიცნობს, დაუმეგობრდება მხიარულ ანა-მარიას და ერთად, დროს არაჩვეულებრივად ატარებენ, მაგრამ, ხანდახან გაუთვალისწინებელი ამბებიც ხდება... გინდათ გაიგოთ, როგორ ჩავარდა ზაბიზუბი მწვანე საღებავით სავსე ქილაში, როგორ გახდა მოსიარულე ბუჩქი და როგორ იპოვა ანა-მარიამ დაკარგული მეგობარი, მაშინ გადაშალეთ ულამაზესი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს არაჩვეულებრივი წიგნი და გულდასმით წაიკითხეთ.