CATALOGUE

PRESENTATION

www.mathematics.elf.ge

9 წლიდან – ბედნიერი პრინცი და სხვა ზღაპრები

ISBN: 9789941511776

Buy

Dimensions 14.5/21
Number of Pages

Age Range

9+ Year

Cover

რბილი

Price

8.90 Gel

Description

ხალხური ზღაპრების შეგროვებისა და გამოცემების კვალდაკვალ, მე-19 საუკუნეში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებმა შექმნეს შესანიშნავი ლიტერატურული ზღაპრები. მათ შორი­საა ოსკარ უაილდის ზღაპრები, რომლებშიც ის მაღალმხატვრული ენით გვიხატავს სამყაროს სურათსა და ადამიანის ში­ნაგანი განცდების მშვენიერებასა თუ სიღატაკეს. გვასწავლის, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს; რომ ცხოვრება ჩვენი საქციელის შესაბამისად გვექცევა; რომ ურთიერთთანაგრძნობის გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით, ჩვენს სულებს კარგი არაფერი დაემართება; რომ ადამიანს სისასტიკე ცვლის; რომ სიმდიდრეს და გარეგან სილამაზეს ბედნიერება არ მოაქვს; რომ ნამდვილი სილამაზე სულიერი საწყისის გა­რეშე არ არსებობს... უაილდის ალეგორიულ, დამაფიქრებელ ზღაპრებში თავისი დროის უდიდესი ინტელექტუალი იკითხება. ინტელექტუალი, რომლის ნაწარმოებებიც ყოველთვის თანა­მედროვე იქნება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს.